Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები


თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება მდინარე ვერეს ხეობაში, ზოოპარკის და მზიურის პარკის ტერიტორიებსა და სვანიძის ქუჩაზე. ტერიტორიების გაწმენდას სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განაგრძობენ სამხედრო მოსამსახურეები და თბილისის მერიის და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებს. სტიქიის ზონებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომლის სპეციალისტებმა ტერიტორიები ე.წ. თერმული ნისლით დაამუშავეს. თბილისის მერი დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ უახლოესი 10 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს გაწმენდის ძირითადი სამუშაოები. „პარალელურად, უკვე გაწმენდილ ტერიტორიებზე დავიწყეთ პროექტების მომზადება, რათა შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები დროულად განხორციელდეს“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ. მისი ინფორმაციით, დამცავი კედლის აღდგენა მიმდინარეობს წყნეთის ქუჩის ცამეტ ნომერთან, გმირთა მოედანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გასწვრივ კი საყრდენი კედელი შენდება.

XS
SM
MD
LG