Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის თქმით, უკრაინის ჯარებმა უნდა შეწყვიტონ სროლა აღმოსავლეთ უკრაინაში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს განუცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა „დაუყოვნებლივ“ უნდა შეწყვიტონ სროლა აღმოსავლეთ უკრაინაში. კრემლის ცნობით, პუტინმა ეს განცხადება გააკეთა 22 ივნისს ორ ლიდერთან სატელეფონო საუბრისას - ერთი დღით ადრე პარიზში რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე. ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ოლანდმა და მერკელმა თქვეს, რომ აუცილებელია ზეწოლა „სხადასხვა მხარეზე“ უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად „არასაკმარისი“ წინსვლის გათვალისწინებით. აღმოსავლეთ უკრაინაში შარშანდელი აპრილის შემდეგ 6400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის ბრძოლების შედეგად.

XS
SM
MD
LG