Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალური შტაბი: სვანიძის ქუჩაზე ვერტმფრენი კარგ ამინდშიც ვერ იფრენს


თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბმა განცხადება გაავრცელა, სადაც ახსნილია, თუ თუ რატომ არ გამოიყენეს სტიქიის ღამეს ვერტმფრენი. განცხადებაში ნათქვამია, რომ სტიქიის ეპიცენტრში, სვანიძის ქუჩაზე შენობები, ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი და მაღალი ხეები შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის ოპერირებას დაბალ სიმაღლეზე თუნდაც დღისით და თუნდაც ხელშემწყობ მეტეოპირობებში. რაც შეეხება ზოოპარკისა და "მზიურის" რაიონებს, შტაბის ინფორმაციით, აქ მთავარ შემაფერხებელ გარემოებებს ელექტროგადამცემ ხაზებთან, დაბალ ხილვადობასთან და ძლიერ წვიმასთან ერთად ხშირი და მაღალი ხეები წარმოადგენდნენ. „აღნიშნულ პირობებში ვერტმფრენის გამოყენება გამოიწვევდა ეკიპაჟისა და საფრენი აპარატის დანაკარგს, რასაც თავის მხრივ, დიდი ალბათობით მოყვებოდა დამატებითი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და რაიონში მოქმედ მაშველებს შორის“ - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG