Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ დაამტკიცა განახლების გეგმა, საფრთხეებზე უკეთესი რეაგირების მიზნით


ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალის შესაძლებლობების გაფართოების თაობაზე. როგორც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პირველი დღის შემდეგ განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ამ დანაყოფის შემადგენლობა 13,000-დან გაიზრდება 40,000-მდე. ამავე დროს, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, დანაყოფს დაემატება საჰაერო, საზღვაო და საგანგებო ძალები, განხორციელდება „წინასწარი დაგეგმვის ახალი კონცეფცია“. ყოველივე ეს ნაწილია მცდელობისა გაიზარდოს ნატოს პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების ძალა, რათა „უფრო სწრაფად და ეფექტიანად გაეცეს პასუხი საფრთხეებს.“ სტოლტენბერგის თქმით, განახლება დიდწილადაა განპირობებული რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებით, მის მიერ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერით აღმოსავლეთ უკრაინაში, მისი შესაძლებლობით სწრაფად მოახდინოს დიდი რაოდენობით სამხედროს მობილიზება და ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რიტორიკის ესკალაციით.„ერთად ვდგავართ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების პირისპირო“, განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსს არ სურს „ახალ გამალებულ შეიარაღებაში“ ჩართვა.

XS
SM
MD
LG