Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის ზღვისპირა აგარაკზე თავდასხმისას 28 ადამიანი მოკლეს


ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენლის თქმით, სულ მცირე 28 ადამიანი მოკლეს ზღვისპირა სასტუმროში თავდასხმისას. დაშავებულია 36 პირი. ინციდენტი მოხდა ქალაქ სუსში. მოკლეს ერთი შეიარაღებული პირი. მეორეს დაეძებენ. ჯანმრთელობის სამინისტროს თანახმად, მოკლულთა შორის არიან ტუნისის, ბრიტანეთის ,გერმანიის და ბელგიის მოქალაქეები. ტუინისში განგაშია გამოცხადებული მას მერე, რაც მარტში თავდასხმა მოხდა ტუნისის ბარდოს მუზეუმში, სადაც უცხოელი სტუმრები დახოცეს.

XS
SM
MD
LG