Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მთავრობა ელექტროენერგიის გაძვირების განზრახვას არ ცვლის


სომხეთის მთავრობა არ აპირებს შეცვალოს გადაწყვეტილება აგვისტოდან ელექტროენერგიის ფასის 16 პროცენტით გაზრდის თაობაზე, რასაც ერევნის ქუჩებში სადემონსტრაციოდ გასული ხალხი მოითხოვს. პრემიერ-მინისტრმა, ჰოვიკ აბრამიანმა განაცხადა, რომ მთავრობა გაატარებს ამ ზომას ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, მატერიალურად სუსტი 105 ათასი ოჯახისთვის გაიზრდება დახმარება. მან მოუწოდა დემონსტრანტებს, მოხსნას ბლოკადა ერევნის მთავარ ქუჩაზე, ბაგრამიანის გამზირზე, სადაც ასეულობით დემონსტრანტი კვლავ რჩება და დათმობას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG