Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტს არ გააჩნია ახალი წინადადებები საბერძნეთისათვის


ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ არ გააჩნია ახალი წინადადებები საბერძნეთის დეფოლტისა და ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის თავიდან ასაცილებლად. ეს განცხადება მან გააკეთა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე: „დღეს არ გამოვალ ახალი წინადადებებით - აღვწერ წინადადებებს, რომლებიც უკვე დევს მაგიდაზე და რომლებიც ისეთია, რომ, შეიძლება ითქვას, არ უნდა გაგვჭირვებოდა შეთანხმების მიღწევა ევროს შესახებ შაბათის შეხვედრაზე“. იუნკერის თქმით, ის იმედგაცრუებული დატოვა საბერძნეთის გადაწყვეტილებამ, ჩაატაროს რეფერენდუმი კრედიტორების წინადადებაზე, ფინანსური დახმარება გაუწიონ საბერძნეთს. მანვე ბერძნებს მოუწოდა, 5 ივლისის რეფერენდუმზე მხარი დაუჭირონ ფინანსური დახმარების პროგრამას. მასზე უარი, იუნკერის აზრით, ევროპაზე უარი იქნებოდა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა 29 ივნისს იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა. ევროპის და აზიის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა ათენისათვის ვალის დასაბრუნებელი თარიღის მოახლოების ფონზე. ათენმა 30 ივნისამდე 1,7 მილიარდი დოლარი უნდა დაუბრუნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა 28 ივნისს გამოაცხადა, რომ ექვსი დღით იხურება ბანკები და საფონდო ბირჟა. მისივე თქმით, ის ისევ სთხოვს კრედიტორებს ვალის გადავადებას.

XS
SM
MD
LG