გენდერული კვოტირების ორი პროექტი პარლამენტში
საქართველოს პარლამენტში, გენდერული კვოტირების დაკანონების მიზნით, ორი საკანონმდებლო ინიციატივაა დარეგისტრირებული. ამ პროექტების პრინციპებსა და ქალთა პოლიტიკური გააქტიურების ღონისძიებებზე ნონა მჭედლიშვილმა „გენდერულ ამბებში“ მიიწვია „გენდერული თანასწორობის ქსელის“ კოორდინატორი მაია კუპრავა-შერვაშიძე და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ პროექტის კოორდინატორი მაია გრძელიშვილი.