Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ფინანსთა მინისტრები განიხილავენ საბერძნეთის შესახებ ახალ გეგმას


ევროზონის ფინანსთა მინისტრები 30 ივნისს გვიან საღამოს სატელეფონო კონფერენციას მოაწყობენ, რათა განიხილონ საბერძნეთის მთავრობის ახალი წინადადება, რომელიც დავალიანებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვას ემსახურება. გავრცელებული ცნობებით, ათენი აპირებს ევროზონას ახალი, ორწლიანი დახმარება თხოვოს. ეს პროცესები განვითარდა რამდენიმე საათით ადრე მანამ, სანამ ათენს, დაწესებული ვადის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის 1,8 მილიარდი დოლარის სესხი უნდა დაებრუნებინა. დეფოლტის თაობაზე შეშფოთების ფონზე, საბერძნეთში დიდი რიგები დგას საბანკო ავტომატებთან, ფულის გატანაზე დაწესებულია შეზღუდვა დღეში 60 ევროს ოდენობით. ამ კვირაში საბერძნეთში ბანკები დაკეტილი იყო - მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მოლაპარაკება საბერძნეთსა და მის კრედიტორებს შორის. 5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმია დაგეგმილი იმის თაობაზე, უნდა დათანხმდეს თუ არა ქვეყანა კრედიტორების წინადადებებს.

XS
SM
MD
LG