Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში 10 ჯარისკაცი მოკლეს არმიის ბლოკ-პოსტებზე თავდასხმებისას


ეგვიპტელი ოფიციალური პირების ცნობით, სავარაუდო ისლამისტმა ექსტრემისტებმა ერთდროულად რამდენიმე იერიში მოაწყეს არმიის ბლოკ-პოსტებზე სინაის ნახევარკუნძულზე და მოკლეს, სულ ცოტა, 10 ჯარისკაცი. ზოგი წყაროს მიხედვით, დაღუპულების რიცხვი 30-ს აღწევს. სამხედროების განცხადებით, ჯარისკაცებმა შეტაკებების შედეგად დახოცეს 22 ტერორისტი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ეგვიპტელმა მოკავშირეებმა. იუწყებიან ასევე, რომ მოიერიშეებმა შეძლეს ჯარისკაცების ტყვეებად წაყვანა და ხელთ იგდეს რამდენიმე ჯავშანმანქანა. ეს თავდასხმები ორ დღეში მოჰყვა ეგვიპტის გენერალური პროკურორის მკვლელობას. ექსტრემისტები სინაის ნახევარკუნძულზე უკვე წლებია, ებრძვიან ეგვიპტის უშიშროების ძალებს, მაგრამ ბრძოლა გააქტიურდა მას შემდეგ, რაც 2013 წლის ივლისში დაამხეს ისლამისტი პრეზიდენტი მოჰამად მურსი.

XS
SM
MD
LG