Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა თურქმენეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა


საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი. მისი და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პირისპირ შეხვედრა სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული შეხვედრით გაგრძელდება. დღესვე პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება გიორგი მარგველაშვილის და გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ერთობლივი ბრიფინგი. საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის ინფორმაციით, თბილისში ხელი მოწერება რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც გააძლიერებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას საფინანსო-ეკონომიკურ, ვაჭრობის, ტურიზმისა და სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროებში. თენგიზ ფხალაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განხილული იქნება ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, რომელთა შეთავაზება საქართველოს შეუძლია თურქმენეთიდან მზარდი სატრანსპორტო ნაკადისთვის. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს.

XS
SM
MD
LG