Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აშშ-ის ახალ სამხედრო სტრატეგია გააკრიტიკა


რუსეთმა აშშ-ის ახალ სამხედრო სტრატეგიას უწოდა „კონფრონტაციული“ დოკუმენტი, რომელიც არ შეუწყობს ხელს მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა 2 ივლისს განაცხადა, რომ სტრატეგია მიუთითებდა „კონფრონტაციულ დამოკიდებულებაზე, რომელიც შორსაა რუსეთის მიმართ ობიექტურობისგან“. პენტაგონის მიერ გუშინ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „რუსეთმა, მოხსენების მიხედვით, არაერთხელ გამოხატა სუვერენიტეტისადმი უპატივცემულობა და თავისი მიზნების მისაღწევად ძალის გამოყენების მზადყოფნა თავისი მეზობლების მიმართ“.

XS
SM
MD
LG