Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა თავშესაფარზე უარი უთხრა "ვიკილიქსის" დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს


საფრანგეთმა თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა "ვიკილიქსის" დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს. ასანჟმა ღია წერილი გაუგზავნა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს და მას თავშესაფარი სთხოვა. "ვიკილიქსის" დამფუძნებელი წერილში ამბობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. თუმცა, როგორც ოლანდის რეზიდენციაში განაცხადეს, მათ განიხილეს ასანჟის თხოვნა და გადაწყვიტეს, რომ ის არ დააკმაყოფილონ. "ასანჟი რაიმე საფრთხის წინაშე არ დგას. უფრო მეტიც, მასზე ევროპაში დაკავების ორდერია გაცემული", – წერია განცხადებაში.
ავსტრალიელი ჟურნალისტი და აქტივისტი, ჯულიან ასანჟი 2012 წლის შემდეგ ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იმყოფება. იგი დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას ვერ ტოვებს იმის გამო, რომ შესაძლოა, ნებისმიერ დროს დააკავონ. ასანჟი შიშობს, რომ თუ მას ბრიტანეთი შვედეთს გადასცემს, სტოკჰოლმი მის აშშ-ში ექსტრადირებას განახორციელებს, სადაც საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების გამო, მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული.

XS
SM
MD
LG