Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი მინისტრი: მსოფლიო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებასთან


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის აზრით, მსოფლიო ასე ახლოს არასდროს ყოფილა ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებასთან. მაგრამ მინისტრი 3 ივლისს ინტერნეტით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს ასევე, რომ არ არსებობს წარმატების „გარანტია“. ზარიფმა ეს მიმართვა ინგლისურად ჩაწერა ვენაში, სადაც იმართება ირანის და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლების მოლაპარაკება ბირთვულ პროგრამაზე. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოლაპარაკების ყველა მონაწილე შეაქო შეთანხმების მისაღწევად „გულწრფელი ძალისხმევისათვის“. ირანთან ერთად შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთისა და გერმანიის წარმომადგენლები ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც შეზღუდავდა ირანის ბირთვულ პროგრამას, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. შეთანხმების მისაღწევ ვადად 7 ივლისი განისაზღვრა.

XS
SM
MD
LG