Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მოქალაქეთა უმეტესობამ "არა" უთხრა კრედიტორების პირობებს


საბერძნეთში გაიმართა რეფერენდუმი, რომლის შედეგების წინასწარი მონაცემებით, უმრავლესობა არ მიემხრო საერთაშორისო კრედიტორების პირობებს, რეფორმების გატარების მოთხოვნებს, მკაცრ მომჭირნეობის პოლიტიკას. ევროპის კომისია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი საბერძნეთს, მათი გეგმის მიხედვით, ახალ კრედიტებს სთავაზობენ. რეფერენდუმის ჩატარება მემარცხენე პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის ინციატივა იყო. რეფერენდუმის დამთავრებისთანავე საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მომჭირნეობის სადაო გეგმის თაობაზე, ახლავე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებაო. დედაქალაქ ათენში, წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, კრედიტორების პირობების მიმართ უარის მთქმელთა ბანაკი ზეიმობს, იტყობინება საბერძნეთის ტელევიზია. ორშაბათს რეფერენდუმის შედეგებს განიხილავენ გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები, კანცლერი ანგელა მერკელი და პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.საბერძნეთს დიდი მოცულობის ვალი აქვს დასაბრუნებელი. 20 ივლისს ათენმა ევროპის ცენტრალურ ბანკს სამ ნახევარი მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს უკან.

XS
SM
MD
LG