Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი გადადგა


საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმში ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს მთავრობას და ხმა მისცეს საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნების წინააღმდეგ. „რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებიდან ცოტა ხანში გამაგებინეს, რომ ევროჯგუფის ზოგიერთი წევრი და სხვა „პარტნიორები“ ისურვებდნენ, რომ მე აღარ მიმეღო მონაწილეობა შეხვედრებში და პრემიერ-მინისტრს ეს დაეხმარებოდა მოლაპარაკებების პროცესში. ამიტომ დღეიდან მივდივარ ფინანსთა მინისტრის პოსტიდან,“ დაწერა ვარუფაკისმა ტვიტერში. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ მისმა თანამემამულეებმა „თამამი არჩევანი“ გააკეთეს.

XS
SM
MD
LG