Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ კაპანაძე: ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის მდებარეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია


ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი როგორც ვაზიანის, ისე კრწანისის ეროვნულ ცენტრს მოიცავს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალი-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, რომელიც ვაზიანის ბაზაზე დაესწრო მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit-ის დაწყებას. ვახტანგ კაპანაძის თქმით, ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის მდებარეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. „ეს იქნება არა მხოლოდ ერთი ლოკაცია და შენობა, არამედ სასწავლო ცენტრი, რომელიც მოიცავს რამდენიმე სიმულაციურ და სასწავლო-ტაქტიკურ რაიონს, კრწანისის ეროვნულ ცენტრს, ვაზიანის ტაქტიკურ ველს და სასროლეთს" - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნა შარშან სექტემბერში, უელსის სამიტზე გადაწყდა.

XS
SM
MD
LG