Accessibility links

რუსეთმა ვეტო დაადო სრებრენიცის რეზოლუციას


რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, სადაც 1995 წელს სრებრენიცაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა „გენოციდად“ იყო მოხსენიებული. უშიშროების საბჭოს ოთხმა ქვეყანამ - ანგოლამ, ჩინეთმა, ნიგერიამ და ვენესუელამ თავი შეიკავეს 8 ივლისის კენჭისყრაზე. დანარჩენმა ათმა ქვეყანამ კი მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის 20-ე წლისთავს ეძღვნებოდა. რეზოლუციის პროექტში შერიგების წინაპირობად იყო მოხსენიებული „სრებრენიცის ტრაგიკული მოვლენების გენოციდად აღიარება“ და დაგმობილი იყო გენოციდის უარყოფა. ბოსნიელი სერბების ლიდერები უარს ამბობენ 1995 წელს სრებრენიცაში 8000-მდე ბოსნიელი მუსლიმის დახოცვის გენოციდად აღიარებაზე. რუსეთი, რომელიც ბალკანეთის ომების დროს მხარს უჭერდა ბოსნიელ სერბებსა და სერბიას, რეზოლუციის პროექტს მიიჩნევდა „განხეთქილების მომტანად“ და „კონფლიქტის ერთ მხარეს“ ფოკუსირებულად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG