Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ბანკები დაკეტილი იქნება 13 ივლისამდე


საბერძნეთში ბანკები დაკეტილი იქნება ორშაბათამდე. 13 ივნისამდე გაგრძელდა ბანკომატებიდან თანხის გამოტანაზე ლიმიტის მოქმედების ვადაც. საბერძნეთში მომხმარებელს დღეში მაქსიმუმ 60 ევროს გამოტანა შეუძლია. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა არ გაზარდოს საბერძნეთისთვის საგანგებო დახმარება, ვიდრე საკრედიტო კრიზისი მოგვარდება. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს, 9 ივლისს წარმოადგენს, როგორც თავად აღნიშნა, რეფორმების „დამაჯერებელ“ გეგმას. კვირას, 12 ივლისს ევროკავშირის საგანგებო სამიტია დაგეგმილი. მასში ევროკავშირის 28-ვე ქვეყანა იქნება წარმოდგენილი და არა მხოლოდ ევროზონის წევრები.

XS
SM
MD
LG