Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა რუსეთის დუმის სპიკერის მიწვევით


"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა. მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთთან კონტაქტების და მოლაპარაკების აღდგენა, რასაც, ბურჯანაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ინფორმაციით, მოსკოვში მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების გამოწვევებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში და შეხვდება რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებს, ვისთან საუბარიც, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხვალინდენლი დღისთვის. მისივე თქმით, მოსკოვში საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოებისა და სხვა მტკივნეულ საკითხებზე, რომელთა მოსაგვარებლად აუცილებელია რუსეთთან დიალოგი. „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის დუმის სპიკერის სერგეი ნარიშკინის მიწვევით გაემგზავრა.

XS
SM
MD
LG