Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ უფაში იმართება BRICS-ის სამიტი


რუსეთის ქალაქ უფაში იმართება ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის, ანუ BRICS-ის ლიდერების შეხვედრა, რომელიც მიჩნეულია მოსკოვის მცდელობად, აჩვენოს, რომ არ არის იზოლირებული დასავლეთთან უკრაინის გამო უთანხმოების მიუხედავად. როგორც იუწყებიან, BRICS-ის ლიდერები იმსჯელებენ ვითარებაზე აღმოსავლეთ უკრაინაშიც, ისევე როგორც საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისზე და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოდან“ მომდინარე ტერორისტულ საფრთხეზე. მოსკოვმა გაააქტიურა BRICS-თან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც მას დასავლეთმა სანქციები დაუწესა 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. 2010 წლიდან BRICS-ი ყოველ წელს მართავს უმაღლეს დონეზე შეხვედრებს.

XS
SM
MD
LG