Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „ვმუშაობთ, რომ უეფას სუპერთასის ბილეთები გადამყიდველების ხელში არ მოხვდეს“


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, მაქსიმალური მუშაობა მიმდინარეობს, რომ უეფას სუპერთასის ბილეთები გადამყიდველების ხელში არ მოხვდეს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, სპორტული არენა, ინფრასტრუქტურა სუპერთასისთვის სრულ მზადყოფნაშია. "ის ვალდებულება, რაც აიღო სახელმწიფომ, ბუნებრივია, შესრულებულია და გრაფიკით მიდის. ამაში გულშემატკივრებიც უახლოეს პერიოდში დარწმუნდებიან. ახლა ყველაზე დიდი პრობლემა გულშემატკივრებისთვის არის ბილეთები", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. სუპერთასის ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 12 ივლისს, 09.00 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG