Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე რუსეთის დუმის სპიკერს შეხვდა


რუსეთის დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. შეხვედრისას რუსეთ-საქართველოს დიალოგის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ დუმის ვებგვერდი იუწყება. "შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს დიალოგის საკითხებს, მათ შორის, საზოგადოებრივი, პარტიათაშორის და საპარლამენტთაშორისო კავშირების მიმართულებით", - აღნიშნულია დუმის ინფორმაციაში. საიტის ცნობით, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის დუმის მიწვევით იმყოფება, რომელიც 10 ივლისს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო მრგვალი მაგიდის მუშაობაში "21-ე საუკუნის აქტუალური საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემები".

XS
SM
MD
LG