Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში აღნიშნავენ სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავს


ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სრებრენიცაში, ამ ქალაქში ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით. დღევანდელ ცერემონიებს ათობით ოფიციალური პირი და საზოგადო მოღვაწე ესწრება, მათ შორის სერბიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდარ ვუჩიჩი, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდნტი ბილ კლინტონი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ. 1995 წლის ივლისში 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სრებრენიცასთან მას შემდეგ, რაც ქალაქი ბოსნიელი სერბების შეიარაღებულმა რაზმებმა აიღეს. სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა მიჩნეულია ევროპაში ყველაზე მასშტაბურ მასობრივ მკვლელობად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დღეს მიწას მიაბარებენ ბოლოხანს იდენტიფიცირებულ 136 გვამს. ისინი დაემატება სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის 6000-ზე მეტი მსხვერპლს, რომელიც აქამდე იქნა იდენტიფიცირებული და დაკრძალული.

XS
SM
MD
LG