Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სრებრენიცაში ქვები და ბოთლები დაუშინეს სერბიის პრემიერ-მინისტრს


ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სრებრენიცაში ქვები და ბოთლები დაუშინეს სერბიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდარ ვუჩიჩს, როცა ის მონაწილეობდა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. 1995 წლის ივლისში 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს სრებრენიცასთან მას შემდეგ, რაც ქალაქი ბოსნიელი სერბების ხელში ჩავარდა. სერბიის პრემიერი და მისი დელეგაციის წევრები დღეს მანქანებისაკენ გაიქცნენ, როცა მათ პროტესტის ნიშნად დაუწყეს ქვებისა და ბოთლების სროლა. 11 ივლისს სრებრენიცაში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით. ცერემონიებს ათობით ოფიციალური პირი და საზოგადო მოღვაწე ესწრება, მათ შორის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდნტი ბილ კლინტონი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ. სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა მიჩნეულია ევროპაში ყველაზე მასშტაბურ მასობრივ მკვლელობად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დღევანდელი ცერემონიის დასაწყისში ვუჩიჩს, რომელიც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტას „საზარელ დანაშაულს“ უწოდებს, მიესალმა სრებრენიცელების ჯგუფი, მათ შორის ხოცვა-ჟლეტის ზოგი მსხვერპლის დედები. სერბია კატეგორიულად ეწინააღმდეგება მომხდარის „გენოციდად“ გამოცხადებას.

XS
SM
MD
LG