Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის ახალ გეგმაზე მსჯელობენ


ბრიუსელში იმართება ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა საბერძნეთისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესაძლო შეთავაზებაზე მოსალაპარაკებლად, რათა ვალებით გამოწვეულ კრიზისში მყოფ საბერძნეთს არ მოუწიოს ევროზონიდან გასვლა. შეხვედრის დაწყებამდე, ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფის თავმჯდომარე იერუნ დისელბლუმმა განაცხადა, რომ არსებობს ნდობის პრობლემა. გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ვოლფგანგ შოიბლეს შეფასებით, მოლაპარაკება „უკიდურესად რთული“ იქნება. წუხელ საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის მიერ შეთავაზებულ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების გაზრდას, საპენსიო ასაკის გაზრდას და საჯარო სექტორის რეფორმას. ციპრასი კრედიტორებს, მათ შორის ევროზონას, სთხოვს 53,5 მილიარდ ევროს 2018 წლამდე, ათენის უზარმაზარი ვალების გასასტუმრებლად. ევროკავშირის ქვეყნები 12 ივლისს გადაწყვეტენ, დათანხმდებიან თუ არა საბერძნეთის გეგმას რეფორმების სანაცვლოდ მისთვის ახალი კრედიტების მიწოდებაზე. საბერძნეთში ბანკები ორი კვირა დახურულია და შიშობენ, რომ მალე ამოიწურება ნაღდი ფულის რეზერვები.

XS
SM
MD
LG