Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეაში ტაიფუნის გამო ავიარეისები გააუქმეს


სამხრეთ კორეაში ადგილობრივი ავიარეისები გააუქმეს ტაიფუნის გამო, რომელიც მანამდე აღმოსავლეთ ჩინეთს დაატყდა. ძლიერი ქარის და წვიმების გამო გაუქმდა ფრენა სეულსა და ზღვისპირა ქალაქ ეოსუს შორის. ზომა არ შეხებია საერთაშორისო ავიარეისებს. 11 ივლისს ტაიფუნმა ტრანსპორტის პარალიზება გამოიწვია და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა აღმოსავლეთ ჩინეთში. იქ საჭირო გახდა მილიონამდე ადამიანის ევაკუირება.

XS
SM
MD
LG