Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იმართება ევროზონის სამიტი საბერძნეთში კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააუქმა 12 ივლისის სამიტი საბერძნეთში ვალებით გამოწვეულ კრიზისზე მოსალაპარაკებლად, მაგრამ იმართება ევროზონის ლიდერების შეხვედრა, რომელიც საბერძნეთს ეძღვნება. ევროზონის სამიტი ბრიუსელში, თბილისის დროით, 18 საათზე დაიწყო. მანამდე განახლდა ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა საბერძნეთის ევროზონაში დარჩენის გზების განსახილველად. თუ მხარეები გარღვევას ვერ მიაღწევენ, საბერძნეთს, სავარაუდოდ, გაკოტრება და ევროზონიდან გასვლა მოელის. ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ "ბოლო მომენტამდე იბრძოლებს შეთანხმების მისაღწევად". ბრუსელში ჩასვლის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება "მძიმე" იქნება და შეთანხმება არ დაიდება „ნებისმიერ ფასად“. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ითხოვს რეფორმების სანაცვლოდ 53,5 მილიარდი ევროს დახმარებას 2018 წლამდე საბერძნეთის ვალების გასასტუმრებლად.

XS
SM
MD
LG