Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 ივლისის 21:30 საათის მდგომარეობით, გაყიდულია უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები 13 500 ბილეთი


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს ცნობას, რომ 21:30 საათის მდგომარეობით, გაყიდულია თბილისში უეფას სუპერთასის 11 აგვისტოს მატჩზე დასასწრები 13 500 ბილეთი. ცნობა გამოქვეყნებულია ფედერაციის ვებსაიტზე. წერია აგრეთვე, რომ გულშემატკივართა ინტერესის გათვალისწინებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სალაროები 21:00 საათზე არ დაიხურა და აგრძელებს მუშაობას ბილეთების დამთავრებამდე. ფეხბურთის ფედერაციის ვებსაიტზე უფრო ადრე გამოქვეყნებული ცნობით, გაყიდვაში გავიდა 22 ათასამდე ბილეთი (პირველი კატეგორიის 642, მეორე კატეგორიის 10705 და მესამე კატეგორიის 10742 ბილეთი). მატჩი საფხებურთო კლუბებს, "ბარსელონასა" და "სევილიას", შორის 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება.

XS
SM
MD
LG