Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომსკში 13-მდე გაიზარდა ყაზარმის ნგრევის მსხვერპლი


რუსეთში, ომსკთან ახლოს საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის ყაზარმის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ოლქის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 სამხედრო მოსამსახურის გვამი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს, ერთი კი ტრავმებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ნგრევის დროს ყაზარმაში იმყოფებოდა დაახლოებით 45 ადამიანი. 22 დაშავებული ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. 11-12 ადამიანის ბედი უცნობია. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ომსკში სამედიცინო ბრიგადები მოსკოვიდან ჩავიდნენ. ომსკის ოლქში კვირას საღამოს ოთხსართულიანი ყაზარმის ერთ-ერთი ნაწილის სახურავი ჩაინგრა. რეგიონის სამართალდამცავებმა ივარაუდეს, რომ ნგრევა შეიძლება გამოეწვია რემონტის დროს დაშვებულ შეცდომებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით.

XS
SM
MD
LG