Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ძალები ისლამისტთაგან ანბარის პროვინციის განთავისუფლებას ცდილობენ


ერაყის არმიამ, რომელსაც მხარს უჭერს შიიტური სახალხო ლაშქარი, ფართომასშტაბიანი ოპერაცია წამოიწო ქვეყნის დასავლეთ ანბარის პროვინციის ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლისაგან გასათავისუფლებლად. ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შტაბის წარმომადგენლის, იაჰია რასულის განცხადებით, ოპერაცია 13 ივლისს გამთენიისას დაიწყო. სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია. თუმცა ერაყელმა ოფიცრებმა ერაყელ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ოპერაციის საბოლოო მიზანს ბაღდადიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ფალუჯის დაკავებაა. სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო რაზმებმა თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ანბარის პროვინციის დედაქალაქი რამადი და გააფართოვეს კონტროლი მთელ სუნიტურ პროვინციაზე.

XS
SM
MD
LG