Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის ინფორმაციით, რუსეთთან დიალოგის ფორმატის გადახედვა არ იგეგმება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, რუსეთთან დიალოგის ამჟამინდელი ფორმატის გადახედვა, ან გაფართოება არ იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ისევ დარჩება. „მეორე ფორმატია ჟენევის დისკუსიები. ასე რომ, არ ვაპირებთ ამ ეტაპზე რაიმეს გადახედვას ან გაფართოებას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. რამდენიმე დღის წინ, ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთთან მძიმე ურთიერთობის გათვალისწინებით აბაშიძე-კარასინის ფორმატი სამუშაოდ შესაძლოა, აღარ გამოდგეს და მნიშვნელოვანი იქნება სხვა ფორმატის მოფიქრება. საქართველოს ხელისუფლებისგან აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას, ან გადახედვას მოითხოვენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ნაციონალური მოძრაობა და „თავისუფალი დემოკრატები.“

XS
SM
MD
LG