Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანთან მიღწეულია ისტორიული ბირთვული შეთანხმება


მარათონული მოლაპარაკების შემდეგ, ავსტრიის დედაქალაქში, თეირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს, ასევე გერმანიას შორის, მიღწეულია საეტაპო შეთანხმება ბირთვულ სფეროში. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი, მათთან ერთად გერმანია, და ირანი, 18-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის და სანაცვლოდ, ირანისთვის დაწესებული სხვადასხვაგვარი სანქციის გაუქმების თაობაზე. ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის შეფასებით, შეთანხმებით შეიძლება დაიწყოს ახალი ეტაპი საერთაშორისო ურთიერთობებში, ის, მისი თქმით, მთელ მსოფლიოსათვის იმედის ნიშანია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის თქმით, შეთანხმება ისტორიულია და მისი მიღწევით მოგებული დარჩა ორივე მხარე. ამავე დროს, ირანი და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო შეთანხმდნენ „სამოქმედო გეგმის“ გარშემო, რათა შეისწავლონ ირანის ბირთვულ ობიექტებზე წარსულში ჩატარებული სამუშაოები. დასავლეთში ვარაუდობდნენ, რომ ირანი ესწრაფოდა ატომური იარაღის შექმნას, რასაც თეირანი უარყოფს.

XS
SM
MD
LG