Accessibility links

თბილისში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა


თბილისში გლდანის დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ქალი და მამაკაცი დაიღუპნენ. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ორი დაღუპულის გარდა აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ ოთხი პირი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი სართულის კედლები დაზიანდა. ასევე მიმდებარე კორპუსებში ჩამსხვრეულია სახლის მინები. ადგილზე მუშაობენ საპატრულო და სამაშველო სამსახურები. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია შემოსაზღვრულია და შემთხვევის ადგილზე მოქალაქეებს მიახლოების საშუალება არ აქვთ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG