Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს მკაცრად აკრიტიკებენ საკუთარი პარტიის წევრები


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს მკაცრად აკრიტიკებენ საკუთარი პარტიის წევრები პარლამენტში მომჭირნეობის ზომების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრის დაწყებამდე. პარლამენტმა 15 ივლისს უნდა დაამტკიცოს მომჭირნეობის ზომების გეგმა კრედიტორებისაგან დახმარების მორიგი, მესამე პაკეტის მისაღებად. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს გეგმას, უწინარეს ყოვლისა იმის გამო, რომ ოპოზიციონერი კანონმდებლები ემხრობიან შეთანხმებას, რომელსაც 13 ივლისს მიაღწიეს ციპრასმა და ევროზონის ლიდერებმა. ამასთან, მომჭირნეობის ზომები და საბაზრო-ეკონომიკური რეფორმები წინააღმდეგობაშია ციპრასის ულტრამემარცხენე პარტია „სირიზას“ პოლიტიკურ კურსთან. შესაბამისად ვარაუდობენ, რომ "სირიზას" წევრი პარლამენტარების დიდი ნაწილი უარს იტყვის რეფორმების მხარდაჭერაზე.

XS
SM
MD
LG