Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა სასამართლოს გადაუგზავნა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი


უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გადაგზავნას. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, უკრაინაში საგანგებო კანონი მოახდენს სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითმმართველობის თავისებურებების რეგულირებას. პოროშენკომ 15 ივლისს წარუდგინა კანონპროექტი პარლამენტს - მას შემდეგ, რაც დასავლელი ლიდერების მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოექცა მოთხოვნით, გარკვეული ძალაუფლება მიანიჭოს მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ ოლქებს თებერვალში მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად. მეამბოხეები მოითხოვენ, რომ კონსტიტუციით განისაზღვროს ორი ოლქის საგანგებო სტატუსი.

XS
SM
MD
LG