Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტუსკი საქართველოს 20 ივლისს ეწვევა


საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 20 ივლისს ეწვევა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.დონალდ ტუსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 21 ივლისს დასრულდება. დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში 14-16 ივლისს იყო დაგეგმილი და საბერძნეთის კრიზისის გამო გადაიდო.

XS
SM
MD
LG