Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 49 ადამიანი ემსხვერპლა ნიგერიაში მომხდარ ორ აფეთქებას


სულ მცირე 49 ადამიანი ემსხვერპლა ნიგერიაში, ქალაქ გომბში, ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ ორ აფეთქებას. ათეულობით ადამიანი დაშავებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბევრი ქალი და ბავშვია. პირველი აფეთქება ბაზრობის შესასვლელში, ხალხით სავსე ფეხსაცმლის მაღაზიის ტერიტორიაზე მოხდა. მეორე აფეთქების ხმა რამდენიმე წუთში მიმდებარე ტერიტორიაზე გაისმა. ამ დროისათვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა პოლიციელები ირწმუნებიან, რომ აფეთქებების ორგანიზატორი ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ტერორისტები არიან.

XS
SM
MD
LG