Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში, საუკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო


საქართველოში, საუკუპაციო ხაზთან ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა. მისი განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებულ ხაზთან განხორციელებული ქმედებები შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და ცხოვრების პირობებზე. გაეროს გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნაბიჯებისაგან, რომლებიც შესაძლოა, პროვოკაციული ხასიათის იყოს და აფერხებდეს რეგიონული მშვიდობის და სტაბილურობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ბან კი მუნი ყველა მხარეს მოუწოდებს, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით გამოიყენონ უკვე არსებული მექანიზმები - ჟენევის საერთაშორისო დისკუსია და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი.

XS
SM
MD
LG