Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა „ავანტიურისტები“ უწოდა ანდრო ბარნოვსა და „თავისუფალ ზონას“


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყების წინ, ცდილობენ სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბონ. "ასეთი პროვოკაციებით ეს ადამიანები ვერაფერს მიაღწევენ. ისეთი ავანტიურისტები, როგორიცაა "თავისუფალი ზონა", ანდრო ბარნოვი და სხვები, არიან ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები და ძაბავენ მოსახლეობას."- განაცხადა ღარიბაშვილმა. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ქუთაისსა და გორში გამართეს საპროტესტო აქციები, რომლის დროსაც გააპროტესტეს რუსეთის "მცოცავი ანექსია" და საქართველოს ხელისუფლების არარელევანტური პოლიტიკა.

XS
SM
MD
LG