Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა რუსეთის „მცოცავი ოკუპაცია“


დაახლოებით 3 ათასი ადამიანი შეიკრიბა თბილისში, მთავრობის სახლის წინ მშვიდობიან აქციაზე, რომლის მონაწილეებიც გმობდნენ რუსეთის „მცოცავ ოკუპაციაზე“ და აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლების „კოლაბორაციონისტულ პოზიციას“. „რუსეთი იყენებს როგორც ხისტ, ისე რბილ ძალას, რათა დაიმორჩილოს საქართველო“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა. მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღიარა. საქართველო ორივე რეგიონს რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG