Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა ნატოს საჰაერო იერიშისას დაშვებული შეცდომის შედეგად


ავღანეთში, სულ ცოტა, შვიდი ჯარისკაცი შეიწირა ნატოს საჰაერო იერიშმა, რომელიც შეცდომით იყო მიმართული სამხედრო ბლოკპოსტის წინააღმდეგ, თალიბ ექსტრემისტებთან ბრძოლის მსვლელობაში. ინციდენტი 20 ივლისის დილას მოხდა ქაბულის სამხრეთით მდებარე ლოგარის პროვინციაში. პროვინციაში არმიის სარდლის, აბდულ რაზაკის ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც: ბარაკი ბარაკის რაიონში არმიის ბლოკპოსტზე საჰაერო დარტყმისას დაიჭრა ხუთი ავღანელი ჯარისკაცი. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იერიში შეცდომით მოეწყო, როცა საერთაშორისო კოალიციის ვერტმფრენები მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერას უწევდნენ ავღანელ ჯარისკაცებს თალიბ მეამბოხეებთან ბრძოლაში. რაიონის გუბერნატორის, მოჰამად რაჰიმ ამინის ვარაუდით, შეცდომა გამოიწვია ცუდმა კოორდინაციამ ავღანეთის ჯარებსა და საერთაშორისო კოალიციას შორის. ავღანეთში აშშ-ის სამხედრო პრესმდივნის, პოლოკოვნიკ ბრაიან ტრაიბასის განცხადებით, მიმდინარეობის ინიცდენტის გამოძიება.

XS
SM
MD
LG