Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტუსკი: აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია


„ევროკავშირის პოზიცია მტკიცედ გამოკვეთილია - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი გახლავთ საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გუშინ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ბოლო დროის ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, ნამდვილად არასწორი მიმართულებაა. ეს ნათლად გამოკვეთილი პროვოკაციაა და ნამდვილად არ ემსახურება ნდობის აღგენასა და სხვა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისა და კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისკენ“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

XS
SM
MD
LG