Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და დონალდ ტუსკის შეხვედრა


მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის დონალდ ტუსკის შეხვედრა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა და დონალდ ტუსკმა საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე ისაუბრეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველო არჩეული კურსის ერთგულია და მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. მთავრობის პრესსამსახურის ცნობითვე, ირაკლი ღარიბაშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და მისი ვიზიტი ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო დასტურად შეაფასა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე იმყოფებოდა შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ნადარბაზევსა და ხურვალეთში. დონალდ ტუსკს მეგზურობას უწევდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი.

XS
SM
MD
LG