Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა „პროვოკაციული“ უწოდა ნატოს წვრთნებს დასავლეთ უკრაინაში


რუსეთმა განაცხადა, რომ ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს დასავლეთ უკრაინაში „პროვოკაციული ხასიათი“ აქვს. ნატოში რუსეთის წარმომადგენლის ალექსანდრ გრუშკოს თქმით, მანევრები „ძირს უთხრის“ თებერვლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივლისს ლვოვთან ახლოს იავოროვის პოლიგონზე დაიწყო სამხედრო სწავლება „რაპიდ ტრაიდენტ 2015“, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის 2000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. მასპინძელი უკრაინის შვიდასკაციანი კონტინგენტის გარდა, მანევრებში ხუთასი ჯარისკაცით არის წარმოდგენილი აშშ-ი. დასავლეთ უკრაინაში მიმდინარე სწავლებებში, რომელიც 1 აგვისტოს დასრულდება, საქართველოს ქვედანაყოფის ღებულობს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG