Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა ვახტანგ გომელაური


პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას ახლადშექმნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ფარული კენჭისყრის დროს პარლამენტის შესაბამის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, რადგან ოპოზიცია კენჭისყრას არ ესწრებოდა. გომელაური ამ პოსტზე 6 წლის ვადით არის დამტკიცებული. პოსტზე დამტკიცებამდე, ვახტანგ გომელაურს ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

XS
SM
MD
LG