Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბანში გაიხსნა კომბინირებული ციკლის პირველი თბოელექტროსადგური


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში გახსნა კომბინირებული ციკლის პირველი თბოელექტროსადგური. მისი აშენება 231 მილიონი ამერიკული დოლარით დააფინანსეს საპარტნიორო ფონდმა და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ. თბოსადგური თურქულმა კომპანიამ "ჩალიკ ენერჯიმ" ააშენა. 237 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური ყოველწლიურად გამოიმუშავებს მილიარდ-ნახევარზე მეტ კილოვატსაათ ელექტროენერგიას. “ქვეყნის ენერგოსისტემაში პრობლემის წარმოქმნისშემთხვევაში, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ეს სადგური უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს ელექტრონერგიით სისტემის უწყვეტ მომარაგებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, გარდაბნის ინოვაციური თბოელექტროსადგური ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია და საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გააძლიერებს.

XS
SM
MD
LG