Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ კახეთის რეგიონი დააზარალა


ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონი დააზარალა. უხვი ნალექის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ახაშენისხევი, რომელმაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენის ერთი ნაწილი დატბორა. ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ვენახები და საზამთროს ბაღები. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სტიქიამ მოსავალი სრულად გაანადგურა და ხელისუფლების დახმარების გარეშე აგროკრედიტის გადახდას ვერ შეძლებენ. გასულ ღამით ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დააზარალა თელავის რაიონის სოფლებიც - ნაფარეული, კონდოლი, ვანთა და აკურა. კახეთის რეგიონისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.

XS
SM
MD
LG