Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ „პანორამის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილს ჯარიმა დააკისრა


თბილისის საქალაქო სასამართლომ აქცია „არა პანორამას“ 7 მონაწილეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აქცია "არა პანორამას" კვირას გაიმართა. მისი მონაწილეების ნაწილი პოლიციამ დააკავა, რადგან მათ თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით, რომელიც უცენზურო სიტყვას შეიცავდა. აქციის სამი მონაწილის წინააღმდეგ სასამართლომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა, რადგან პოლიციამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მათ ხელში პლაკატი ეჭირათ. პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

XS
SM
MD
LG