Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნება ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი


ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015-ის" გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საღამოს რვა საათზე დაიწყება. როგორც იუწყებიან, გახსნის ცერემონიალი მოიცავს ოფიციალურ და შოუს სეგმენტებს. ოფიციალურ ნაწილში სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი. გავრცელებული ცნობებით, ფესტივალის გახსნაში 2000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მეჩირაღდნეთა შორის იქნებიან ნინო სალუქვაძე, კახა კალაძე, ზურაბ ზვიადაური, ლევან თედიაშვილი და სხვა მოქმედი თუ ყოფილი სპორტსმენები. საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, 27 ივლისიდან - 1 აგვისტოს ჩათვლით შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას 50 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ. მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალია.

XS
SM
MD
LG